ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ნარმანია დუბაიში უცხოელ ბიზნესმენებთან შეხვედრებს მართავს

თბილისის მერი დავით ნარმანია დუბაიში უცხოელ ბიზნესმენებთან შეხვედრებს მართავს. შეხვედრაზე თბილისის მერმა  საკადრო ინფრასტრუქტურა, მშენებლობა, ტურიზმი, განათლება, ნარჩენების მართვა, ტრანსპორტი, სავაჭრო ინდუსტრია და ლოჯისტიკის საკითხები განიხილა. მერმა ბიზნესმენებთან  ასევე მსხვილი საინვესტიციო პროექტების განორციელების შესაძლებლობაზე იმსჯელა.

ნარმანიამ დუბაიში საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები და მათ თბილისის, როგორც საინვესტიციო, ასევე ტურისტული პოტენციალი გააცნო. გარდა ამისა, ის კონკრეტული პროექტები წარუდგინა, რომელიც შესაძლოა დედაქალაქში უახლოეს პერიოდში განხორციელდეს.

იტვირთბა....