ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის განაპირას ადგილობრივი მკვიდრი, 45 წლის ალიკა გელიაშვილი დააკავეს. მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობას გადის.
ერთ-ერთი თვითმხილველის, სოფელ ბერშუეთის მცხოვრების, ხვიჩა ბერიანიძის განცხადებით, გელიაშვილი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სამმა ე.წ.მესაზღვრემ რამდენიმე ასეული მეტრით საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და გელიაშვილი დააკავეს.
ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის მილიციის იზოლატორშია გადაყვანილი.