ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Freedon House-ის კვლევის მიხევით, საქართველოს საშუალოზე დაბალი მაჩვენებლები აქვს

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა კვლევის შედეგები „ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2017“ გამოაქვეყნა. კვლევა ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის 29 ქვეყნის დემოკრატიის განვითარების ანალიზს წარმოადგენს, სადაც საქართველოს საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

კვლევის შედეგების მიხედვით, დემოკრატიული მაჩვენებლები 7-იდან 4,61 ქულით შეფასდა.

კვლევაში 1 ქულა საუკეთესო, ხოლო 7 – ყველაზე ცუდი მაჩვენებლია. კვლევაზე დაყრდნობით  2017 წლის მონაცემებით, საქართველოში გაუმჯობესებულია სასამართლო დამოუკიდებლობის მაჩვენებელი, ყველაზე კარგი შედეგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სეგმენტში აქვს 3,75-იანი მაჩვენებლით,

საშუალოზე დაბალი ქულა აქვს საქართველოს ადგილობრივ და ეროვნულ დემოკრატიულ მმართველობაში.

ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, მედიის თავისუფლება ქვეყანაში ნაწილობრივ თავისუფლად ფასდება. ინტერნეტ თავისუფლების მხირვ კი იგი თავისუფალია.

დემოკრატიული განვითარების მდგომარეობის მიხედვით, კვლევაში საქართველო გარდამავალი მთავრობის კატეგორიაშია, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ორი ქვეყანა – მოლდოვა და უკრაინა.

იტვირთბა....