შოთა პაკელიანის ადვოკატები იმ სამართალდამცველებისთვის, რომლებსაც დაკავებული ცემაში ადანაშაულებს, გამოძიების მიმდინარეობისას უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ისინი დღეს მთავარ პროკურატურას მიმართავენ.
ადვოკატების თქმით, არსებობს ალბათობა, რომ იმ პოლიციელებმა, ვინც პაკელიანმა დაასახელა, მოწმეებსა და საგამოძიებო პროცესზე ზეგავლენა მოახდინონ.
შოთა პაკელიანს გუშინ, ციხეში, ხუთი საათის განმავლობაში კითხავდნენ.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიაჩნიათ, რომ იმ პოლიციელებს, ვისაც პაკელიანი ცემაში ადანაშაულებს, უმჯობესი იქნება დროებით სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეთ ან დროებით დაბალ თანამდებობაზე გადაიყვანონ.