ყირგიზეთის უშიშროების სამსახური ადასტურებს, რომ სანქტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტი 22 წლის აკბარჟონ ჟალილოვმა მოაწყო.
ჟალილოვმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა. მას კავშირი ჰქონდა სირიელ ტერორისტებთან.
გამოძიება თანამზრახველების დადგენაზე მუშაობს.
რაც შეეხება მეორე ეჭვმიტანილს, რომლის ფოტოც მედიაში გავრცელდა, ის ყაზახია. მან პოლიციაში განაცხადა, რომ ტერაქტთან კავშირი არ აქვს.
ბოლო მონაცემებით, სანქტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტს 11 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 50-მდე ადამიანი. რუსეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.