ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ ვხდებით ევროპული ოჯახის ნაწილი სამართალდაცვით სფეროშიც”

 

პრემიერ-მინისტრმა შს სამინისტროში, საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების ცერემონიალზე განაცხადა, რომ საქართველო თანდათან ევროპული წესრიგის განუყოფელი ნაწილი ხდება:

“ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ევროკავშირთან მიმართებაში გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა და წინსვლა. დღევანდელი შეთანხმების ხელმოწერაც გახლავთ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება ამ მიმართულებით. უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამ სრულიად ახალი შესაძლებლობები გაუხსნა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით. დღეს ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა, პრაქტიკულად, ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი და ევროპული წესრიგის განუყოფელი ნაწილი ხდება. ამ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად ჩვენ ვხდებით ევროპული ოჯახის ნაწილი სამართალდაცვით სფეროშიც, შესაბამისად, ჩვენ გვექნება უსაფრთხოების სულ სხვა შესაძლებლობები”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
შეთანხმებას ხელი საქართველოს შს მინისტრმა გიორიგ მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა რობ უენრაითმა მოაწერეს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იტვირთბა....