სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების შემდეგ სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, – ამის შესახებ “რია ნოვოსტი” წერს. მათი განმარტებით, შესაბამისი განკარგულება ქალაქის გუბერნატორმა გიორგი პოლტავჩენკომ გამოსცა.
ცნობისთვის, სანქტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 10 ადამიანი დაიღუპა და 47 დაშავდა.
ყირგიზეთის სპეცსამსახურები ადასტურებენ, რომ სანქტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტის სავარაუდო შემსრულებელი წარმოშობით ყირგიზი რუსეთის მოქალაქეა.