რუსული სააგენტო “ტასის” ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგში მეტროში აფეთქების შესახებ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკვე შეატყობინეს. პუტინის თქმით, გამოძიება დაადგენს რა მოხდა სინამდვილეში. ეს იყო ტერორისტული, საყოფაცხოვრებო თუ კრიმინალური შემთხვევა. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტი დიდი ალბათობით ფიქრობს, რომ ეს ტერორსიტული აქტი იყო.
“პრეზიდენტის განგრიგი არ შეცვლილა. ამჟამად მოლაპარაკებებს პუტინი ლუკაშენკოსთან აწარმოებს”,-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი პრესისთვის განცხადებას გააკეთებს.
პუტინი დარწმუნებულია, რომ “სამართალდამცავი ორგანოების და სპეცსამსახურების მუშაობის შედეგად, ძალიან სწრაფად დადგინდება, სინამდვილეში რა მოხდა.