ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრული პირველი ივლისიდან ამოქმედდება

მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებული ინიციატივა პირველი ივლისიდან ამოქმედდება. საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა. განისაზღვრა სხვადასხვა სახის დარღვევები, რა შემთხვევაშიც მძღოლებს განსხვავებული რაოდენობის ქულები ჩამოაკლდებათ. საბოლოოდ კი 100 ქულიანი სისტემის ამოწურვის შემთხვევაში, მართვის მოწმობის მოქმედების ვადა 1 წლით შემცირდება. ასეთ შემთხვევაში, მართვის მოწმობის დასაბრუნებლად მძღოლებს გამოცდის ხელახლა ჩაბარებაც მოუწევთ.

„მოქალაქეს, რომელსაც მართვის მოწმობა ნასვამობის გამო ჩამოერთვა, მეორე დღესვე შეუძლია შეიტანოს საპატრულო პოლიციაში და თუ მანამდე დიდი დარღვევები არ აქვს და ეს არის პირველი სიმთვრალე, პრაქტიკულად, აიღოს მართვის მოწმობა. ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ რაციონალურად და სამი თვე ამ ადამიანს მაინც არ შეეძლება არც ჯარიმის გადახდით და არც გამოცდის ჩაბარებით, მართვის მოწმობის დაბრუნება,“- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა.

იტვირთბა....