შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის მეუღლის განცხადებით, ხვედელიძეს ორი ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს.
შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს ყბა-სახისა და თვალის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული. მას საოპერაციოდ ამ წუთებში ამზადებენ.
ხვედელიძის მეუღლე კი დაკითხვაზე იმყოფება.
შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე თავდასხმა დღეს დილით მოხდა. მას თავს საცხოვრებელ სახლთან, თარხნიშვილის ქუჩაზე დაესხნენ. თავდასხმაში ორი ნიღბიანი პირი მონაწილეობდა.