გელა ხვედელიძეზე განხორციელებულ თავდასხმას “ქრონიკა პლუსის” რედაქტორი, ელისო კილაძე მის ჟურნალისტურ საქმიანობასაც უკავშირებს. როგორც მან “ტვ პირველთან” განაცხადა, სუს-ის უფროსის მოადგილე, სოსო გოგაშვილი ფიქრობს, რომ ელისო კილაძისთვის მასალების მიმწოდებელი გელა ხვედელიძე იყო:
” ზუსტი ინფორმაცია მაქვს, როგორ მოხდა გარჩევა შუშის სასახლეში ჩემი შვილის პატიმრობის შემდეგ, როგორ გამოუცხადა უარი გოგაშვილს მხარდაჭერაზე უჩა მამაცაშვილმა, რომელიც ამ დრომდე მას “კრიშავდა” და როგორ მოითხოვა ბიძინა ივანიშვილმა მისი გადადგომა თანამდებობიდან. წუხანდელი ინფორმაციით, ის (სოსო გოგაშვილი) უკიდურესად გამოუვალ მდგომარეობაში იყო და გელა ხვედელიძეზე თავდასხმაც სწორედ მის შურისძიებას უკავშირდება. “-განაცხადა ელისო კილაძემ.
შს მინისტრის ყოფილ მოადგილე, გელა ხვედელიძეს ნიღბიანი პირები თავს დღეს დილით, საკუთარ სახლთან დაესხნენ. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია. გელა ხვედელიძე ყბა-სახის მოტეხილობით კლინიკაშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ გელა ხვედელიძე შს მინისტრის მოადგილეობიდან ფარული ჩანაწერების გავრცელების ბრალდებით მოიხსნა.