ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აიკრძალოს კაზინოებთან და ტოტალიზატორებთან ხელმისაწვდომობა “

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ონლაინ კაზინოების თემა წამოჭრა და განაცხადა, რომ მომხრეა,  ონლაინ კაზინოებთან და ონლაინ ტოტალიზატორებთან ხელმისაწვდომობა აიკრძალოს.  დეპუტატის თქმით, მისი მომხმარებლები არიან ასევე არასრულწლოვნები, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ გამოიყენონ საკუთარი ოჯახის წევრების პირადობის მოწმობების ნომრები და ჩაერთონ ამ თამაშებში:

„პრაქტიკაში ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც ძალიან მარტივად ადამიანებს შეუძლიათ შევიდნენ, დარეგისტრირდნენ, გამოიყენონ საკუთარი ოჯახის წევრების პირადობის მოწმობების ნომრები და ჩაერთონ იმ მავნე ჩვევებში, რასაც ჰქვია ონლაინ კაზინო, ონლაინ ტოტალიზატორები.

ჩვენ ვიცით რა მძიმე შედეგებს ვიმკით ამის შედეგად – გაუბედურებული ოჯახები, ვალებს იდებენ, შესაბამისად, ეს კიდევ უფრო მძიმედ მოქმედებს სოციალურ ფონზე. გუნდში ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით დავიწყოთ მუშაობა, რეგულაციებთან დაკავშირებით. მე პირადად მომხრე ვარ აიკრძალოს ხელმისაწვდომობა კაზინოებთან და ტოტალიზატორებთან დაკავშირებით. ფაქტობრივად ონლაინ კაზინოების და ტოტალიზატორების ეპიდემიაა.

ოჯახები არიან დაუცველები, დარეგისტრირება ძალიან მარტივია. ხშირ შემთხვევაში ხდება არასრულწლოვანი ადამიანების ნაწილის ჩართვა“, – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

იტვირთბა....