ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ვცდილობდი ნიღაბი ჩამომეხსნა”: გელა ხვედელიძეს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ გელა ხვედელიძეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ თავს ნიღბიანი პირები საკუთარ სახლთან  დაესხნენ,  ამ წუთებში სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევა უტარდება.  თავდასხმას მისი მეუღლეც შეესწრო, რომელის თქმით,  სახლიდან გამოსულ გელა ხვედელიძეს ორი ნიღბიანი პირი დახვდა:

„ეს მოხდა დაახლოებით  40 წუთის წინ. სახლიდან გამოვედით და როგორც ჩანს  ორი ნიღბიანი ელოდებოდა. მეუღლე საუბრობდა ტელეფონზე და უცებ დაესხა ეს ორი ნიღბიანი თავს.  არანაირი მუქარა… არ ვიცი, გაოგნებული ვარ… სახლთან მოხდა, ორი ახალგზარდა ბიჭი იყო. საერთოდ არაფერი არ უთქვამთ. სამი წუთით ადრე გამოვიდა და მეც ჩამოვედი. კარები დავკეტე, ჩამოვედი და უცებ დაესხნენ თავს. შევესწარი და ვცდილობდი, რომ ეს ნიღაბი ჩამომხსნა, ამ ბიჭისთვის, მაგრამ  უცებ გაიქცნენ,“-აცხადებს მარეხი ფერაძე.

შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.

დაზარალებული  ,,ნიუ ჰოსპიტალშია” გადაყვანილი. ადგილზე უკვე მივიდნენ გელა ხვედელიძის ოჯახის წევრები და ნათესავები.

გავრცელებული ინფორმაციით, გელა ხვედელიძის მეუღლე შემთხვევის მთავარი მოწმეა.

შსს-მ გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....