საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს თავს თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე დაესხნენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
„მოამბის“ კორესპონდენტი რამდენიმე მოქალაქეს გაესაუბრა, რომლებიც აცხადებენ, რომ ყვირილის ხმა გაიგეს, ხოლო თავდასხმა დაახლოებით 11:00 საათისთვის მოხდა.
„ისმოდა კივილის ხმა, გარეთ გასვლა ვერ მოვახერხე, რადგან მაღაზიაში ბევრი ხალხი იყო, საუბრობენ, რომ ნიღბიანები იყვნენ”, – აცხადებს მაღაზიის გამყიდველი.
თავდასხმა დღეს მოხდა. გელა ხვედელიძეს თავს საცხოვრებელ სახლთან დაესხნენ.
შსს-ში თავდასხმის ფაქტს ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ, მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
გელა ხვედელიძე “ნიუ ჰოსპიტალშია” გადაყვანილი.
როგორც “ქრონიკა პლუსის” რედაქტორი, ელისო კილაძე აცხადებს, საქმე ბიოს “დაკრიშვას” ეხება:
“ეს არ იყო უბრალოდ თავდასხმა არანაირი ყაჩაღობის მიზნით. იმიტომ, რომ ჩვენ წუხელ ღამით მივიღეთ ინფორმაცია იმის თაობაზე და გელა ხვედელიძე იყო ჩემთან და მითხრა, რომ იოსებ გოგაშვილი არის წყობიდან გამოსული იმ მასალების გამო, რაც მე გამოვაქვეყნე, რის გამოქვეყნებასაც მომავალში ვაპირებდი და საქმე ეხება სინთეტიკური ნარკოტიკის ე.წ. ბიოს “დაკრიშვას” გოგაშვილის მხრიდან. ფაქტებს და მასალებს, რომელიც ხვალინდელ გაზეთში უნდა გამოქვეყნებულიყო, გაგვაფრთხილეს პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ვყოფილიყავით ძალიან ფრთხილად იმიტომ, რომ ის ჩიხში მოქცეული, როცა მამაცაშვილმა უარი უთხრა მფარველობაზე, ივანიშვილმა თქვა, რომ ის სამსახურიდან უნდა წავიდეს, როცა ვერ მოახერხა ჩემი შვილის დაჭერის მიუხედავად ჩემი გაჩუმება, ის ჩაიდენდა გამოუსწორებელ შეცდომას. თუ ეს გამოუსწორებელი შეცდომა მაინცდამაინც გელა ხვედელიძეზე თავდასხმა იქნებოდა, რა თქმა უნდა ამას ვერ ვივარაუდებდი, უფრო სიფრთხილის ობიექტი ვიყავი მე. 2 ნიღბიანი პირი დაესხა მას სახლთან , უკნიდან მოხდა ეს თავდასხმა, საცხვრებელი სახლი აქვეა თარხნიშვილის ქუჩაზე, მანქანა დაქოქა და მიდიოდა სიგარეტის საყიდლად, ტელეფონით მესაუბრებოდა მე” -აცხადებს კილაძე.
იტვირთბა....