ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პარლამენტში მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის შემოღების საკითხზე მსჯელობენ

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო.  დღეს მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის შემოღების საკითხზე მსჯელობენ. ცვლილებების თანახმად, თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან დარღვევისთვის გათვალისწინებული ქულის გამოკლებას.

კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, 100-ვე ქულის ამოწურვის შემდეგ მძღოლებს გამოცდის ხელახლა გავლა მოუწევთ:

“ცვლილებების მიხედვით, ყველა დარღვევა ითვალისწინებს ქულების ჩამოკლებას, კანონი განსაკუთრების მკაცრი იქნება ნასვამ და ნარკოტიკული თრობის შემთხვევაში. ქულების დაკლება არ შეეხება სადგომზე არასწორ პარკირებას და ასევე შეიცვლება მართვის მოწმობის აღების არსებული ფორმა,”- განაცხადა ბესელიამ.

“საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. კანონპროექტი ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებასა და საგზაო უსაფრთხოების ამაღლებას ემსახურება.

იტვირთბა....