ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ადვოკატი: “გუკა რჩეულიშვილს 9 თვიანი ვადა 12 აპრილს ეწურება”

 

ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებას, რომ გუკა რჩეულიშვილი 11 აპრილს ტოვებს საპატიმროს, “მეტრონომთან” ადვოკატი ქეთი ჩომახაშვილი ნაწილობრივ ადასტურებს:

“გუკა რჩეულიშვილის 9 თვიანი ვადა ეწურება 12 აპრილს. თუ 9 თვიანი ვადის დასრულებამდე სასამართლო განხილვა არ დასრულდა და ამის ალბათობა, რომ დასრულდეს, ძალიან დაბალია,  მაშინ მოსამართლე ვალდებული იქნება მიიღოს გადაწყვეტილება და პატიმრობა შეუცვალოს სხვა აღმკვეთი ღონისძიებით. როდის გააკეთებს ამას, ჯერ წინასწარ არ ვიცით. წინასწარი პატიმრობის გაგრძელება ვერ მოხდება ფიზიკურად, რადგან მისი გაგრძელება 9 თვეზე მეტხანს არ შეიძლება. “-განუცხადა “მეტრონომს” გუკა რჩეულიშვილის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ რჩეულიშვილმა გაზეთ “ახალ თაობასთან” განაცხადა, რომ გუკა რჩეულიშვილი 11 აპრილს დატოვებს საპატიმროს.

ცენტრ პოინტის საქმეზე სასამართლომ კომპანიის დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს გურამ (გუკა) რჩეულიშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს სასამართლომ 4-4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

იტვირთბა....