პოლიციამ 3 ინდოელი ტურისტის განცხადების საფუძველზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” ფაქტი დაუდასტურეს. თუმცა მის ვინაობას ჯერ-ჯერობით არ ასახელებენ.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორიდან სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
შეგახსენებთ, რომ ინდოელ ტურისტებს თბილისში ლესელიძეზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში ორ ბოთლ ლუდში სამი ათასი ლარი გადაახდევინეს, მობილური ტელეფონი იძულებით წაართვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ტურისტების თქმით, კლუბში მათ ორი ბოთლი ლუდი შეიძინეს, წასვლისას კი სოლიდური ანგარიში მოუვიდათ 3700 ლარის ოდენობით. როდესაც თანხა გააპროტესტეს, ისინი დაცვის სამსახურის ოთახში შეიყვანეს, სადაც მუქარით და ძალის გამოყენებით ჯიბეებიდან პირადი ნივთები ამოალაგებინეს, წაართვეს ნაღდი ფული 200 ლარი , 500 დირჰამი და ბარათიდან მოუხსნეს 3 636 ლარი.