ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

ბათუმში დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. დეკანოზის  მეგობრები და მრევლი წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან შეიკრიბნენ.

აქციის მიზანი დაკავებულის მხარდაჭერა და სოლიდარობაა. აქციის მონაწილეები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და საქმის საეჭვო გარემოებებზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, აქციებმა შეიძლება პერმამენტული ხასიათი მიიღოს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. „ციანისის საქმის“ გამოა დაკავებული. იგი გერმანიაში, პატრიარქთან მიფრინავდა როდესაც დააკავეს. გამოძიება მას მკვლელობის მომზადებას ედავება, პროკურატურის ცნობით, იგი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას აპირებდა.

იტვირთბა....