ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რჩეულიშვილის ადვოკატი ყველა ქონებაზე ყადაღის მოხსნას უარყოფს

თბილისის საქალაქო სასამართლო ცენტრ პოინტის საქმეზე დამატებით განმარტებას აკეთებს.

“განვმარტავთ, რომ სასამართლოს დღევანდელი განაჩენით, ყველა დაყადაღებულ ქონებას ყადაღა მოეხსნა”, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

პროკურატურა ცენტრ პოინტის საქმეზე მსჯავრდებულებისთვის, მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების შეთავაზებას ძალაში ტოვებს. დაცვის მხარე კი, სასამართლოს გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციაში ასაჩივრებს.

მაია რჩეულიშვილის ადვოკატი მარიამ ცუცქირიძე ყველა დაყადაღებულ ქონებაზე ყადაღის მოხსნას უარყოფს. მისი თქმით, ყადაღა მოეხსნა მხოლოდ გირაოთი დატვირთულ მიწის ნაკვეთს, რომელიც აუქციონზე გაიყიდება და შემოსული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში შევა.

სასამართლომ მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იტვირთბა....