ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ავტოპარკის გასაახლებლად ნახევარი მილიონი დახარჯა

ნაციონალური მოძრაობის წევრები საკონსტიტუციო სასამართლოსგან ახსნა-განმარტებებს ითხოვენ. საქმე ეხება სასამართლოს მიერ მოსამართლეებისთვის შეძენილ 7 ძვირადღირებულ ავტომობილს.

ოპოზიციური პარტიის ინფორმაციით, ახალ ავტომობილებში, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოემსახურება, ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა.

პარტიის წევრები ხელისუფლებას მიმართავენ და ამ შესყიდვით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

„2016 წლის პირველი დეკემბრიდან 2017 წლის 27 მარტის ჩათვლით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ავტოპარკის გასაახლებლად შეიძინა ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ახალი ავტომანქანები.

ეს ყველაფერი ხდება იმ მძიმე სოციალურ ფონზე, რომელშიც იმყოფება ჩვენი ქვეყანა, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, როდესაც ჩვენი ქვეყნის გაჭირვებულ მოქალაქეებს უხსნიან სოციალურ დახმარებას, ხელისუფლებამ, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა მანანა კობახიძისათვის და სხვებისთვის შეიძინოს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ავტომანქანები. ეს არის სირცხვილი. მოუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მავნებლური ქმედებები“, – აცხადებს მირდატ ქამადაძე.

იტვირთბა....