ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მრავალწლოვანი ხე, გადატანისას მახინჯაურის სანაპიროსთან ნაწილობრივ ზღვაში ჩაუვარდათ

შეკვეთილში, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში მორიგი მრავალწლოვანი ხე, გადატანისას მახინჯაურის სანაპიროსთან ნაწილობრივ ზღვაში ჩაუვარდათ. ინფორმაციას ამის შესახებ “ბათუმელები” ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს დროებითი გზის მიყვანა ბარჟამდე, რათა ხესთან შესაბამისი ტექნიკა მივიდეს და ტვირთი ბარჟაზე ისე განთავსდეს, რომ მისი ზღვით ტრანსპორტირება შესაძლებელი გახდეს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ხის გადატანის პროცესის ამსახველ კადრებს, არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტიზანი მებაღეების” წარმომადგენელი ნატა ფერაძე, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

იტვირთბა....