ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კვლევის თანახმად, ქალები საკუთრების უფლების რეგისტრაციის რაოდენობით თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივისსა (GDI) და ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) ანგარიშების (უმცირესობათა უფლებების გაუმჯობესება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით), თანახმად, საქართველოში დღემდე სერიოზულ გამოწვევად რჩება გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხი.

კერძოდ, კვლევის ჩატარებისას, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუსლიმი თემის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გაირკვა, რომ ქალი ძირითადად არ განიხილება, როგორც მემკვიდრე და ისინი იშვიათად აცხადებენ პრეტენზიას მემკვიდრეობიდან წილის მიღებაზე:

“თემის ტრადიციებიდან გამომდინარე, ქალის მხრიდან სამკვიდრო წილის მოთხოვნის შემთხვევაში, ქალს ეკუთვნის იმ წილის ნახევარი რასაც მემკვიდრეობით მიიღებს მამაკაცი. მუსლიმი თემის წარმომადგენლების განცხადებით, მათ არ ახსენდებათ ფაქტი, რომ ქალს პრეტენზია გამოეთქვას სამკვიდროსთან დაკავშირებით, რადგანაც, მათი თქმით, ქალი როდესაც თხოვდება, მას ატანენ ე.წ. მზითვებს”.

კვლევაში მოყვანილია საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემები, რითაც ჩანს რომ 2010-2014 წლებში ქვეყანაში საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე სულ 131 9155 ფიზიკური პირის მიერაა რეგისტრირებული. მათგან კი 743 888 კაცია (56,4%) და 575 267 – ქალი (43,6%).

კვლევის თანახმად, ქალები საკუთრების უფლების რეგისტრაციის რაოდენობით თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი ეს მაჩვენებელი მინიმალურია (მაგალითად, დმანისში, ბოლნისში, მარნეულში, ხულოში, ლენტეხში, შუახევში, წალკაში, მესტიაში, გურჯაანსა და ყვარელში).

ადიგენის მუნიციპალიტეტის მონაცემები საერთოდ არ არის მითითებული. ასევე, საჯარო რეესტრის მონაცემებით არ დგინდება ქონებაზე უფლების რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი (მემკვიდრეობა, თანასაკუთრება და სხვა).

“2016 წლის მონაცემებით, 2016 წლის პირველ კვარტალში უძრავი ქონების საკუთრებაზე
განხორციელებული 80 971 რეგისტრაციიდან 52,8% კაცებს ეკუთვნის, 47,2% კი – ქალებს. მონაცემებით ქალები კვლავ უმცირესობაში არიან მარნეულში, ბოლნისში, დედოფლისწყაროში, თიანეთში, დუშეთში, გურჯაანში, ონში, ლაგოდეხში და საგარეჯოში”.-ნათქვამია კვლევაში.

წყარო: on.ge

იტვირთბა....