საზოგადოება

“რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობასა და ერთიანობას აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობის უმრავლესობამაც დაუჭირა მხარი”

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“გილოცავთ !!!

საქართველოს უახლოეს ისტორიაში ღირსახსოვარ ფურცვლად ჩაიწერა 1991 წლის 31 მარტი, როდესაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვას: „ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“– საქართველოს ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითად უპასუხა, რის შედეგადაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. საყურადღებოა, რომ რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობასა და ერთიანობას აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობის უმრავლესობამაც დაუჭირა მხარი.

31 მარტი ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის-ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.”-წერს ყანდიაშვილი.

იტვირთბა....