“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი “ცენტრ პოინტის” წინააღმდეგ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მიმდინარე პროცესები ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირა. ლეიბორისტთა ლიდერი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტს გამოეხმაურა.
“დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი რაღაც ძველ, პირად ანგარიშებს უსწორებს რჩეულიშვილებს. გაიხსენეთ ივანიშვილის საქართველოში დაფუძნება, “ქართუ ბანკის” გახსნა შავი ფულის გასათეთრებლად, ზუსტად ემთხვევა იმ პერიოდს როცა ვახტანგი იყო პარლამენტის ვიცე-სპიკერი და შევარდნაძის მარჯვენა ხელი”, – წერს ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს დღეს, სასამართლომ 4-4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.