aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მაია რჩეულიშვილთან ერთად რუსუდან კერვალიშვილიც დააპატიმრეს (ფოტოები)

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან

ავტორი: ნინო ცხადაია

სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ საქმეზე დღეს გადაწყვეტილება გამოაცხადა. მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა” თაბუკაშვილი 88″-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისების ბრალდებით 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

კერძოდ, “ცენტრ პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ის სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.

ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი. მასაც 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე, “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდათ წარდგენილი.

მაია რჩეულიშვილის ადვოკატის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მისი თქმით, მაია რჩეულიშვილის გარდა დაზარალებულებს ზარალს ვერავინ აუნაზღაურებს.

სასამართლო პროცესი დაპირისპირების ფონზე გაიმართა. ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე განცხადების გასაკეთებლად სასამართლოს შენობის ფოიეს ფანჯრის რაფაზეც ავიდა, თუმცა მანდატურმა ჩამოიყვანა და დაპირისპირების ფონზე, მასთან ერთად სხვა პირებიც შენობის გარეთ გაიყვანა.

17690230_10212603930431135_539722345_n17690823_10212603929631115_1054666735_n17577851_10212603922110927_352939323_n17690117_10212603920670891_731325971_n

 

 

იტვირთბა....