ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: “მიმალვა სცადა, რა დროსაც წაიქცა და სხეულზე დაზიანებები მიიღო”: პაკელიანის ოჯახის წევრებს უწყების განცხადების არ სჯერათ

შსს ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ახალგაზრდის, შოთა პაკელიანის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 23 მარტს ისანი-სამგორის რაიონში, პოლიციელებმა პაკელიანი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, თუმცა არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, მიმალვა სცადა, რა დროსაც წაიქცა და სხეულზე დაზიანებები მიიღო. მას პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება – ე.წ. ბიო აღმოაჩნდა. პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ დაკავებული შეუძლოდ გახდა და საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. რაც შეეხება სხეულზე არსებულ დაზიანებებს, როგორც შინაგან საქმეთა სამინსიტროს განცხდებაში წერია, ბრალდებულის განმარტებით, მან ეს დაზიანებები მიმალვის დროს, წაქცევის შედეგად მიიღო. ის აცხადებს, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ აქვს – ნათქვამია განცხადებაში.
“პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ დაკავებული შეუძლოდ გახდა, რის გამოც, გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და იგი თბილისის N1 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში შოთა პ.-მ მორიგე ექიმს განუცხადა, რომ მას ე.წ. ბიო ჰქონდა გადაყლაპული.

ბრალდებულის სახით დაკითხვისას შოთა პ.-მ განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება იპოვა და როდესაც პოლიციელები მის შეჩერებას ცდილობდნენ, აღნიშნული ნარკოტიკის ნაწილი მიმალვის მცდელობის დროს გადაყლაპა, რის გამოც შემდგომში შეუძლოდ გახდა.

რაც შეეხება სხეულზე არსებულ დაზიანებებს, ბრალდებულის განმარტებით, მან ეს დაზიანებები მიმალვის დროს, წაქცევის შედეგად მიიღო. იგი აცხადებს, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია“-აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შოთა პაკელიანის ოჯახის წევრები სამართალდამცველებს ნარკოტიკული საშუალების ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებენ. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეუფარდა 50 დღიანი წინასწარი პატიმრობა, რასაც დღეს გაასაჩივრებს ადვოკატი. მისი მტკიცებით, ისანი-სამგორის პოლიციის მეშვიდე განყოფილების თანამშრომლები ახალგაზრდა მამაკაცს დაკავების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც ის 4 დღის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ადვოკატი უსაფუძვლოდ მიიჩნევს შოთა პაკელიანისთვის წაყენებულ ბრალდებას. მისი შეფასებით, სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს და მათ პასუხიმგელობას ითხოვს.

იტვირთბა....