თბილისში, აღმაშენებელის ხეივანში მომხდარი ავარიის დროს დაღუპული 11 წლის ბავშვის დედა მკურნალობას ისევ საავადმყოფოში განაგრძობს. როგორც “მეტრონომი” წერდა, პაციენტი საავადმყოფოში შეყვანის წუთიდან მართვით სუნთქვაზეა და და საკმაოდ მძიმე მდომარეობაშია.
“ის მართვით სუნთქვაზეა, ქალა ფუძის მოტეხილობა აქვს, მოტეხილი აქვს ხელის ორივე კიდური და ფეხი, რომელიც საოპერაციოა და ჯერჯერობით ვერ უკეთებენ, იმიტომ რომ მდგომარეობა მძიმეა“, – განუცხადა “პრაიმტაიმს” ოჯახის ახლობელმა.
შეგახსენებთ, აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარი ავარიის გამომწვევი მანქანის მძღოლი შსს-მ რამდენიმე დღის წინ დააკავა. ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, ერთ-ერთი მათგანი კი დედა-შვილს, რომლებიც იქვე ახლოს იმყოფებოდნენ. სამწუხაროდ მცირეწლოვანი გარდაიცვალა.