სოციალური ქსელი ააჭრელა გავრცელებულმა ინფორმაციამ “გუდვილში” ალუჩის ფასმა. 100 გრამი ალუჩა იქ 10 ლარი და 90 თეთრი ღირს რაც იმას ნიშნავს, რომ თუ 1 კილოგრამის ყიდვას დააპირებთ, 109 ლარი დაგიჯდებათ.
“გინდა ბრილიანტის ბეჭედი გიჩუქნია ქალისთვის და გინდა “გუდვილის” ალუჩა” – ასეთ პოსტს აქვეყნებს ქართველი ჟურნალისტი ევროპიდან, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, უკვე კარგა ხანია მიდის საუბარი იმაზე, რომ “გუდვილის” სუპერმარკეტი სერიოზულ ვალებშია და დღემდე ცდილობს რეაბილიტაციას. თავად “გუდვილი” აცხადებს, რომ ალუჩა ჰოლანდიიდანაა და იგი უკვე თითქმის გაიყიდა.