როგორც “მეტრონომმა” გაუწყათ, უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, 28 მარტს, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად, თბილისის აეროპორტიდან საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, შემდეგ კი ბრიუსელში გაემგზავრა.
საინტერესოა, რა ხდებოდა ისტორიულ რეისზე და როგორ იმგზავრეს სპეცრეისის სტუმრებმა – imedinews.ge-ს კადრები.
უვიზო მიმოსვლა 28 მარტს, შევიდა ძალაში. საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლას 180 დღიდან 90 დღის განმავლობაში შეძლებენ.
ევროპასთან უვიზო მიმოსვლას ხელი 1 მარტს მოეწერა. 8 მარტს გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა.