ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილმა ახალგაზრდებთან ერთად ბრიუსელში გაისეირნა

საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქართული დელეგაციის წევრ ახალგაზრდებთან ერთად ბრიუსელის ისტორიულ ნაწილში გაისეირნა. ჯგუფს ბელგიის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები შეუერთდნენ.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საერთაშორისო განათლების ცენტრის სტიპენდიანტები, “სტარტაპ საქართველოს” და “აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარები, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის და ნეოგრეცისტიკის მიმართულების წარმატებული სტუდენტები, ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე და ეთნიკური უმცირესობების წარმატებული სტუდენტები.

შეგახსენებთ, რომ 28 მარტს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, გიორგი კვირიკაშვილი მგზავრთა პირველ ნაკადს შეუერთდა და სიმბოლური ვიზიტებით უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქს – ათენს და ევროპის პოლიტიკურ ცენტრს – ბრიუსელს ეწვია.

იტვირთბა....