ლიტვის დედაქალაქის, ვილნიუსის, მერი, რემიგიუს შიმაშიუსი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ვილნიუსში ჩასულ ქართველებს ქართულ-ინგლისური წარწერით ხვდებიან:
“გუშინ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა და ქართველებს ახლა უკვე თავისუფლად შეუძლიათ ევროკავშირში მოგზაურობა. მალე ვილნიუსის აეროპორტში ქუთაისიდან მგზავრები ჩამოვლენ, სადაც მათ სიურპრიზი ელით.
“საქართველო -უფრო ახლოს, ვიდრე ოდესმე” – წერს შიმაშიუ.
ასევე, საქართველოს მოქალაქეებს საქართველოსა და ლიტვის დროშებით გაფორმებულ დარბაზში დახვდებიან. აეროპორტში მათ დაახვედრებენ ბორჯომს, ქართულ ღვინოს, სტენდებს, სიმბოლურს საჩუქრებს და ნამცხვრებს, რომელზეც ევროკავშირის, საქართველოსა და ლიტვის დროშებია გამოსახული.
ფოტოები: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”