თბილისის მთავარ პროკურატურასთან “ბავშვთა სამყაროს” ხანძრისგან დაზარალებულები აქციას მართავენ და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.
აქციის რამდენიმე მონაწილემ ხელები ბორკილებით დაიბა. დაზარალებულ მოვაჭრეებთან ერთად იმყოფება მათი უფლებადამცველი და “ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.
ხანძრით დაზარალებულები აქციებს პერმანენტულად მართავენ მთავრობის კანცელარიის წინ, ისინი რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთანაც იყვნენ და აშშ-ის ელჩისგან ხელისუფლებასთან შეუამდგომლობა მოითხოვეს.
“ბავშვთა სამყაროს” ხანძრით გადაზარალებულებს თბილისის საკრებულო 3 000 ლარიან ერთჯერად კომპენსაციას სთავაზობს, რაზეც დაზარალებულები უარს ამბობენ და 5 000 ლარიან კომპენსაციას ითხოვენ.