საქართველოს მოქალაქეებისთვის 28 მარტიდან შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა.
კვლევებისა და კონსულტაციის გლობალურმა კომპანიამ ACT-მ 2016 წლის ოქტომბერში კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით თბილისის მოსახლეობის 61%-ს უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნის მონახულების სურვილი აქვს.
თბილისელების 18% -ს სურს, რომ იტალიაში გაემგზავროს, 17% საფრანგეთში, ხოლო 14% გერმანიაში მგზავრობის სურვილს გამოხატავს.
კვლევის მიხედვით, თბილისელების 25% უკვე ნამყოფია ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. მათგან 11% გერმანიაში, 7%-7% კი იტალიაში, საფრანგეთსა და ჩეხეთში.
ქვემოთ მოცემულ სურათზე შეგიძლიათ იხილოთ თბილისის მოსახლეობის მიერ დასახელებული ქვეყნები და მათი პროცენტული წილი (ზოგ შემთხვევაში ერთი რესპონდენტის მიერ დასახელებულ იქნა რამოდენიმე ქვეყანა).