ქალაქ ჯაუჯაში პერუს ავიახაზების ერთ-ერთ თვითმფრინავს, რომელშიც 141 მგზავრი იმყოოფებოდა ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, თვითმფრინავი საგანგებო დაჯდომას ახორციელებდა, როდესაც ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა.
საბედნიეროდ, როგორც კომპანიაში აცხადებენ, არცერთი მგზავრი არ დაშავებულა. მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს. ადგილობრივმა პოლიციამ, მიზეზების დასადგენად გამოძება უკვე დაიწყო.