ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

დაცვის თანამშრომელმა ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში მიკროფონი წაართვა (ვიდეო)

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„აი, ასეთი ხალხი იცავს საავადმყოფოებს!

დაცვის სამსახურის „სარანგის” თანამშრომელმა მედიაკავშირ „ობიექტივის” ჟურნალისტს საინფორმაციო გამოშვებაში, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს მიკროფონი გამოსტაცა. მოვითხოვთ განმარტებას როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელობისგან, ასევე „სარანგის” მესვეურებისგანაც. ეჭვი არავის შეეპაროს, რომ „ობიექტივი” აუცილებლად მოითხოვს დაცვის ამ თანამშრომლის დასჯას.

 

უფრო მეტიც, დაცვის ამ თანაშრომელმა დაარღვია კანონი, რადგან ჟურნალისტის საქმიანობა დაცულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რომელშიც ნათქვამია, რომ „ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან” ისჯება. თუ ვინმე იცნობს დაცვის ამ თანამშრომელს, გთხოვთ დაწეროთ მისი ვინაობა”, – წერს მძინარაშვილი.

მედიაკავშირ ობიექტივის ჟურნალისტს რუსთავის საავადმყოფოს დაცვის თანამშრომელმა მიკროფონი პირდაპირ ეთერში წაართვა.

ჟურნალისტი რუსთავში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული პირების შესახებ ინფორმაციიას მაყურებელს საავადმყოფოს ეზოდან აცნობდა, რა დროსაც მასთან საავადმყოფოს დაცვის თანამშრომელი მივიდა, ჩართვის შეწყვეტა სცადა და მიკროფონი წაართვა.

 

იტვირთბა....