ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სანამ დაიკეტებოდა, ჭერზე დარბოდა ვიღაც”: “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულები ამბობენ, რომ შენობას ხანძარი გამიზნულად გაუჩინეს

ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულები ხელისუფლებისგან დაზარალებულების სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. ამის შესახებ მათ გადაცემა “არჩევნის” პირდაპირ ეთერში განაცხადეს.

„ნახევრად დამწვარი ბაზარი იყო და სახანძრო წყალს არ ასხამდა,“ – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული, ნარგიზ მეგენეიშვილი.

ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ბავშვთა სამყაროს გამიზნულად გაუჩინეს ხანძარი.

„კი არ დაიწვა, დაგვწვეს შვილო,“ – ამბობს ნარგიზ მეგენეიშვილი და აქვე აცხადებს, რომ „ისინი ბოლოს საიჯარო ხელშეკრულება ერთ თვეზე გადაუყვანეს“.

„ჩვენ ამ გზით მოგვიშორეს თავიდან. სანამ დაიკეტებოდა, ჭერზე დარბოდა ვიღაცა და რა ხდებაო, ვიძახდით. არ ვიცი, რა დაყარეს, რა ქნეს. 4-ის ნახევარზე რო გამოვედი ადგილზე, ნახევარი ბაზარი უკვე დამწვარი იყო და სახანძრო მაშინ მოვიდა. ყველა დამნაშავეა ამაში,“ – აცხადებს დაზარალებული.

დაზარალებულები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებიდანაც იყო ხელშეწყობა.

იტვირთბა....