ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიის ხელისუფლებამ შესაძლოა შენგენის შეთანხმება დროებით შეაჩეროს

იტალიის ხელისუფლება სიცილიაში G7 სამიტის ფარგლებში, შენგენის შეთანხმებას დროებით შეაჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა გაზეთი  „II Messaggero“ წერს. მათი ინფორმაციით,  10 მაისიდან თვის ბოლომდე შიდა, ასევე სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე კონტროლი გაძლიერდება.

“დიდი შვიდეულის” სამიტი 26-27 მაისს ჩატარდება ქალაქ ტაორმინაში კუნძულ სიცილიაზე. წინასწარი შეფასებით, ქალაქს 20 ათას ადამიანზე მეტი ეწვევა, მათ შორის ჟურნალისტები, დიპლომატები და საერთაშორისო დელეგაციის წევრები.

შეგახსენებთ, რომ შენგენის ზონაში  ევროპის 26 სახელმწიფო შედის, რომლებმაც 1985 წელს სოფელ შენგენში (ლუქსემბურგი) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას.

შენგენის ზონა ჰგავს ერთგვარ სახელმწიფოს, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო ტურისტულ ზონისათვის, რომლის გარე საზღვრები მკაცრად კონტროლდება, ხოლო შიგნით საპასპორტო შემოწმება არ ხორციელდება. შენგენის ხელშეკრულებამ დაადგინა რომ შიდა, სახელმწიფოებს შორის საზღვრები გაუქმებულიყო. ხოლო გარე საზღვრები გამაგრებულიყო.

იტვირთბა....