ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„გაჩვენებთ იმას, რასაც არცერთი არხი არ აჩვენებს“: სააკაშვილი ტელეწამყვანი გახდა

საქართველოს  მესამე  პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ტელეწამყვანი გახდა. სააკაშვილი უკრაინის ტელეკომპანია Zik-ზე ყოველკვირეული თოქ-შოუ „სხვა უკრაინის“ წამყვანი იქნება. ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, ჯერ პირველი გადაცემა ჩაიწერა, რომელიც საკმაოდ მწვავე და კრიტიკული გამოვიდა. მისი თქმით, ყოველ კვირას ის საზოგადოებას ისეთ უკრაინას დაანახებს, რომელსაც არცერთი ტელეკომპანია არ აჩენს.

“პირველი გადაცემა ჩავწერეთ, რომელიც ძალიან მწვავე გამოვიდა. ყოველ კვირა ამ გადაცემაში მე ისეთ უკრაინას გაჩვენებთ, რომელსაც არცერთი არხი არ აშუქებს”,- დაწერა სააკაშვილმა Facebook-ის გვერდზე.

იტვირთბა....