საზოგადოება

ბრიტანული გამოცემა Daily Mail დავით ბაგრატიონს “კლოუნ პრინცს” უწოდებს

Daily Mail-ი, დიდ ბრიტანეთში დავით ბაგრატიონის  მიერ დედოფლისთვის გადაცემულ საჩუქართან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.

სტატიის ავტორები, ნედ დენოვანი და ჯონათან პეტრე, დავით ბაგრატიონის ტიტულის დასახასიათებლად, სიტყვათა თამაშს იყენებენ. კერძოდ, The Crown Prince-ის ნაცვლად, რაც ტახტის მემკვიდრეს, უფლისწულს ნიშნავს, The Clown Prince – კლოუნი პრინცი აქვთ გამოყენებული.

„ოქროს საცერემონიო ბრჭყვიალა ყელსაბამის დედოფლისთვის მირთმევა ასწლოვანი პროტოკოლის უპრეცედენტო დარღვევაა, რომელმაც სასახლის დიდებულები შეაშფოთა. საქმე ისაა, რომ საჩუქარი საქართველოს სამეფოს ტახტის მემკვიდრე პრინცის, დავითის სახელით გაკეთდა და არა უცხოური სახელმწიფოს ხელმძღვანელის სახელით, როგორც ეს ტრადიციის შესაბამისად ხდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამეფოს მონარქი 1810 წლიდან არ ჰყავს და მეტოქე უფლისწული დავითის მემკვიდრეობის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“, – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ  უფლისწული დავითი საკუთარ თავს ევროპის სამეფო დინასტიებს შორის უძველესი, ბიბლიური დავითის შთამომავალ, საქართველოს ტახტის კანონიერ მემკვიდრეს უწოდებს.

„დავითმა, რომელიც „ფლეიბოის“ვარსკვლავსა და ეროტიკული შოუს წამყვან შორენა ბეგაშვილთან იყო დაკავშირებული, ევროპის სამეფო სახლების ათეულობით პრეტენდენტსა და არისტოკრატიისა თუ რელიგიური ორგანიზაციების წევრებს, ეს ორდენი გადასცა. დაჯილდოებულთა შორის სერ დონალდ გოსლინგიც მოხვდა.

დავითის უფლისწულობას ეჭვის ქვეშ აყენებს პრინცი ნუგზარი, რომელიც ამტკიცებს, რომ „დავითის წინაპრები მოსამსახურეები იყვნენ და არა მეფეები“, – წერს გამოცემა.

სტატიის ავტორების განცხადებით, სამეფო უმაღლესობამ დავით ბაგრატიონისგან საჩუქრად „საქართველოს არწივის ყელსაბამი და უფლისა ჩუენისა იესო ქრისტეს უკურველი კვართის სამეფო ორდენი“ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ Daily Mail-ი  Wikipedia-ს რედაქტორებმა ერთხმად სცნეს, როგორც “არასანდო წყარო”. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. 

იტვირთბა....