ახალი ამბები მთავარი სამართალი

მკვლელობაში მსჯავრდებულ ოქროპირიძის სახლში მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=de_TtOHKj9A

ლაშა მახარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძის დედა აცხადებს, რომ უცნობმა პირებმა მისი სახლის დაწვა მოლოტოვის კოქტეილის შეგდებით სცადეს.

შემთხვევა აბაშიძის 17 ნომერში მოხდა, სადაც  კრიმინალისტები უკვე იმყოფებოდნენ. ცირა გოდერძიშვილის თქმით, გაჩენილი ცეცხლის შედეგად, დაზიანდა მეზობლის ავტომობილი.

მსჯავრდებულის დედის განცხადებით, ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, ბოლო ინციდენტის დროს მათი მანქანის დაწვა სცადეს.

ის ამ ფაქტს სტრასბურში მისი შვილის საქმის განხილვას უკავშირებს და ამბობს, რომ მათი დაშინებით ხელისუფლებაა დაინტერესებული.

იტვირთბა....