აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ხვალიდან ევროპაში უვიზოდ: აუცილებელი წესები მგზავრებისათვის (ვიდეო)

უკვე ხვალიდან, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ. საზეიმო თარიღისთვის მზადება დაწყებულია თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში.

ამაღამ, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზო მიმოსვლას დაიწყებენ.

უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე, 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებიც.

კიდევ ერთხელ გთავაზობთ წესებს, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს მგზავრმა.

ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა (LIBE) ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი დაამტკიცა .

გთავაზობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ვიდეო რგოლს, ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლით სარგებლობის შესახებ.

 

იტვირთბა....