ოჰაიოს შტატში თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. შეიარაღებულმა პირმა ქალაქ ცინცინატის ღამის კლუბში ცეცხლი გახსნა. აღნიშნულის შესახებ dailymail-ი წერს.
წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია ერთი ადამიანი, 15 დაშავებული კი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე პოლიციის ქვედანაყოფებია მობილიზებული. სამართალდამცველები მომხდარის დეტალებს არკვევენ. წინასწარი ინფორმაციით, მსროლელმა გაქცევა მოახერხა, მისი ვინაობის შესახებ ძალოვანებს ამ დროისთვის ინფორმაცია არ აქვთ. ასევე უცნობია დანაშაულის მოტივი და ჰყავდა თუ არა ეჭვმიტანილს თანამზრახველი.