დავით ნარმანია “ბავშვთა სამყაროს” ხანძრით დაზარალებულ მოვაჭრეებს პასუხობს. მისი განცხადებით, საკრებულოს ამ ეტაპზე კომპენსაციის მეტი შესაძლებლობა არ აქვს და ალტერნატიული წინადადების განხილვა დედაქალაქის მუნიციპალიტეტში არ იგეგმება.
„დედაქალაქის საკრებულომ საკმაოდ მოინდომა, სიები დააზუსტა და ძალიან ბევრი იმუშავა იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებისთვის მცირედით, მაგრამ მაინც გაგვემართა ხელი და შესაბამისად, გაკეთდა ეს შეთავაზება, რის შესაძლებლობაც იყო. მეორეს მხრივ, ვრჩებით იმ აზრზე, რომ მუნიციპალიტეტის უფლებამოსლებას არ განეკუთვნება ასეთ შემთხვევებში რაიმე სახის კომპენსაციის გაცემა, მაგრამ როდესაც ადამიანებს უჭირთ ეს შესაძლებლობაც არის,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მოვაჭრეების პროტესტს დღეს პარლამენტთან არასამთავრობო ორგანიზაციები და რამდენიმე ახალგაზრდული მოძრაობაც შეუერთდება. დაზარალებულების მოთხოვნები უცვლელია. ისინი პირველად კომპენსაციას 5000 ლარს და საბანკო ვალდებულებების შეჩერებას ითხოვენ.