ახალი ამბები მედია მთავარი სამართალი

“ყველა ტელევიზია უნდა მართონ ჟურნალისტებმა”

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ტელეკომპანია “რუსთავი2”-ში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.მისი განცხადებით, საერთოდ ყველა ტელევიზია უნდა მართონ ჟურნალისტებმა.

“ფეისბუქზე ვადევნებ თვალს რუსთავი2-ის მართვაზე მიმდინარე დებატებს. პირველ რიგში, მე ვარ თითოეული რუსთავიორელის გულშემატკივარი. აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობით და პატრიოტიზმით. მიმაჩნია, რომ ნიკა გვარამიას როლი ტელევიზიისთვის ურთულეს პერიოდში, პირადი საფრთხის ფასად, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მან არაერთხელ დაამტკიცა თავისი, როგორც ხელმძღვანელის ეფექტურობა და ის, რომ მას, როგორც მენეჯერს, დიდი სარგებელის მოტანა შეუძლია.

ჩემი აზრით, ეს და საერთოდ ყველა ტელევიზია უნდა მართონ თვითონ ჟურნალისტებმა და იმ ადამიანებმა, ვინც ქმნის ტელეპროდუქციას. ამიტომ, მფლობელების წინადადება კოლექტივისთვის წილების განაწილებაზე და მათ მფლობელობაში შემოყვანაზე, უპრეცენდენტოა და დასაფასებელი.

ძმები ყარამანიშვილები მაგრად დაუდგნენ ივანიშვილს და არ წავიდნენ არანაირ გარიგებაზე, მიუხედავად დიდი ზეწოლისა. თუ როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს შეთავაზების რეალიზება, ამას მენეჯმენტი, კოლექტივი და მფლობელები. დიდი იმედი მაქვს, ერთმანეთთან დიალოგის გზით გადაწყვეტენ და ერთობლივი ქმედებებით განავითარებენ საქართველოში დარჩენილ ბოლო დემოკრატიულ ინსტიტუტს – რუსთავი2-ს” – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ორშაბათს შპს დაფუძნდება, რომლის 51%-ის მფლობელი “რუსთავი 2”-ის გუნდი იქნება.
ძმებმა ყარამანიშვილებმა კოლექტივს ამ თემაზე საჯარო დისკუსია და კონსულტაციები შესთავაზა.

„პირველ რიგში ყარამანიშვილების შემოთავაზე არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და რევოლუციური. ეს არის პრაქტიკულად არხის თანამშრომლებისთვის საკონტროლო პაკეტის გადაცემა, რაც უნდა გვესმოდეს, რომ 51% რუსთავი2-ში არის შპს საქართველოს ხელში და შპს საქართველოს 51% საკონტროლო პაკეტი იქნება უკვე რუსთავი2-ის საკონტროლო პაკეტის. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის კოლექტივის ხელში გადაცემა იმ უფლების, რომ ის იყოს ძირითადი აქტორი არხის ბედის წარმართვაში,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანიის მფლობელების განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ ძმები ყარამანიშვილები მზად არიან ტელეკომპანია საქართველოს წილის 51 პროცენტი კოლექტივს გადასცენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ტელევიზიის მართვა თანამშრომლების ხელში გადავა.

იტვირთბა....