ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ახალგაზრდები ყოველ დღე გვეღუპებიან გზებზე”: აქცია პარლამენტთან

საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვის მოთხოვნით, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.
ორგანიზატორებმა პერფორმანსი მოაწყვეს და ამ ფორმით გააპროტესტეს გახშირებული საგზაო შემთხვევები, რომელიც მსხვერპლით სრულდება.

პარლამენტის წინ გამართული აქციით სამოქალაქო სექტორი კანონის გამკაცრებას ითხოვს.

“ყოველ დღე, ახალგაზრდები, ბავშვები გვეღუპებიან გზებზე. ის ადამიანები, რომლებმაც ხვალ უნდა განავითარონ ჩვენი ქვეყანა. ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ ჩვენ ამ ადამიანებს ვტოვებთ გზებზე. რას აკეთებს ხელისუფლება, რას აკეთებს პრემიერი, რა გეგმა აქვს ჩვენს ქვეყანას, რომ დაიცვას ჩვენი სიცოცხლე გზებზე ?” – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ.

იტვირთბა....