ახალი ამბები მთავარი სამართალი

კასპის რაიონში გატაცებული ორი პირი გაათავისუფლეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროდან გატაცებული ორი პირი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია სუს-ში დაადასტურეს.

შეგახსენებთ, საოკუპაციო ხაზთან, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს განაპირას ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადგილობრივი მცხოვრები გუშინ დააკავეს. სოფლის მოსახლეობის განცხადებით, ადგილობრივები საოკუპაციო ხაზს მიღმა არასდროს გადადიან და დაკავებაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „საქართველოს ორმა მოქალაქემ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, რის გამოც დააკავეს“.

იტვირთბა....