კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროდან რუსმა ოკუპანტებმა ორი პირი გაიტაცეს. ისინი, სავარაუდოდ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ “რუსთავი 2” ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ელდარ ბულბულაშვილი და მურაზ გვინაძე სახლიდან საღამოს გავიდნენ და აღარ დაბრუნებულან.
ამ დროისთვის გატაცებულები ცხინვალის ციხეში არიან გადაყვანილი, საიდანაც ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.