ახალი ამბები მთავარი სამართალი

მიტროპოლიტიკი იოანე გამრეკელი: “მეუფე პეტრეს მიმართ სასჯელი უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო”

“მეუფე პეტრე იქნა შეწყალებული, რადგან სასჯელი უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი, მაგრამ სინოდის წევრების თხოვნით ასე არ მოხდა”- ამის შესახებ ჟურნალისტებს მეუფე იოანე გამრეკელმა განუცხადა.

მისი თქმით, უნდა მომხდარიყო მიტროპოლიტ პეტრე საავასთვის ეპარქიის შეცვლა, რადგან მისი ავტორიტეტი მრევლის თვალში შეილახა.

”ძალიან განვიცდი, რომ მეუფე პეტრე სუბიექტურად საუბრობს. ის ესწრებოდა სინოდის სხდომას და მოისმინა ყველა წევრის აზრი, მოისმინა დასაბუთება მოციქულთა დროიდან. ის იქნა შეწყალებული, რადგან სასჯელი უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი, მაგრამ სინოდის წევრების თხოვნით ასე არ მოხდა. უნდა მომხდარიყო მისი გადაყვანა სხვა ეპარქიაში, რადგან მისი ავტორიტეტი მრევლის თვალში შეილახა”, – განაცხადა მეუფე იოანე გამრეკელმა.

რაც შეეხება ე.წ. ციანიდის საქმეს, მისი თქმით, ის დაკითხვაზე დაბარების შემთხვევაში ვერაფერს იტყვის, რადგან ამ საქმეს არ იცნობს.

”როცა რამე არ იცი, საუბარი ძნელია. მე დეკანოზსაც არ ვიცნობ. მისი სახელი და გვარი გავიგე ამ ამბებიდან ტელევიზიის მეშვეობით. რომც დამიბარონ, ვერაფერს ვიტყვი. ვერც სინოდის წევრებზე ვიტყვი, რომ ამ საქმესთან კავშირი აქვთ. სინოდს გვაქვს ერთიანი პოზიცია, რომ ვენდობით გამოძიებას და ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება”, – განაცხადა მეუფე იოანემ.

შეგახსენებთ, მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს ტელევიზიის დიროქტორობიდან გადააყენეს.

იტვირთბა....