ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი თავის დაწვით იმუქრება

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი თავის დაწვით იმუქრება. აფხაზეთიდან დევნილი ჟანა ცაცუა დევნილთა სამმართველოს შენობაში შვილებთან ერთად მივიდა და პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

მისი თქმით, თუ დევნილთა სამინისტრო  საცხოვრებელი ფართით არ დააკმაყოფილებს, სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს. ცაცუა აცხადებს, რომ მიუხედავად მაღალი ქულებისა მას ბარამიას ქუჩაზე ახლადაშენებულ კორპუსში ბინა არ მისცეს.

„ შვილებთან ერთად ღი ცის ქვეშ დამტოვეს. არც სახლი მომცეს და არც ქირას მიხდიან. მცირე წლოვან ბავშვებთან ერთად ქუჩაში ვარ დარჩენილი. პასუხსაც არავინ მაძლევს. თუ არ დამაკმაყოფილებენ საცხოვრებელი ფართით თავს აქვე დავიწვავ“, – თქვა ცაცუამ.

იტვირთბა....