ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქუთაისში ავარიის შედეგად შუახნის მამკაცი გარდაიცვალა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე შუახნის მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა, რომელიც შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სავარაუდოდ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კონტროლი დაკარგა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „მეტრონომს“ განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.

იტვირთბა....